260 დღეა, უკრაინა ომის ქარცეცხლშია გახვეული, თავად უკრაინელები კი მთელი ამ უმძიმესი პერიოდის განმავლობაში ადამიანური გმირობის და სამშობლოს სიყვარულის გასაოცარ მაგალითს აჩვენებენ. გასაოცარია უკრაინელი ხელოვნების შემართებაც. შეიძლება ითქვას, რომ მთელი ერის სათქმელი ახლა სწორედ მხატვრებმა, მუსიკოსებმა და შემოქმედება უნდა თქვან და მთელ მსოფლიომდე მიიტანონ.
მთელი კვირის მანძილზე თბილისი კულტურის კვირეულს მასპინძლობდა, სადაც ქართველ ხელოვნებთან ერთად უკრაინული კულტურის გაცნობის საშუალებაც გქონდათ, კულტურისა რომელიც რადიკალურად განსხვავდება იმ საბჭოთა კონვეირული კულტურისაგან, რომელიც რუსული უღელქვეშ მოქცეულ ერებში დიდი მონოდმებით შლიდა ნაციონალურ იდენტობას.
დღესაც უკრაინელები ღირებულებების და საკუთარი იდენტობის სადარაჯოზე დგანან, რომლის გაგება მხოლოდ კულტურით და შემოქმედებით შეგვიძლია.