სალომე ზურაბიშვილი სამუშაო ვიზიტით საფრანგეთში გაემგზავრა

გამოქვეყნდა:

სალომე ზურაბიშვილი სამუშაო ვიზიტით საფრანგეთში გაემგზავრა. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. 

მათი ინფორმაციით, შეხვედრები სტრასბურგსა და პარიზში გაიმართება, სადაც პრეზიდენტი მონაწილეობას მიიღებს "დემოკრატიის მსოფლიო ფორუმსა“ და ,,პარიზის მშვიდობის ფორუმში“.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, საფრანგეთში, სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია საქართველოს პრეზიდენტის შეხვედრები ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანთან, მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩთან და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტთან, ტინი კოქსთან. 

ასევე, დემოკრატიის ფორუმის ფარგლებში, პრეზიდენტი ისლანდიის პრემიერ-მინისტრ კატრინ იაკობსდოტირს შეხვდება. 

"11 ნოემბერს საქართველოს პრეზიდენტი, მსოფლიოს ლიდერებთან ერთად, მონაწილეობას მიიღებს ,,პარიზის მშვიდობის ფორუმში“, რომელიც საფრანგეთის დედაქალაქში მეხუთედ ჩატარდება. წლევანდელი ფორუმი ფოკუსირებული იქნება მულტიკრიზისისა და მსოფლიო დესტრუქციული პოლარიზაციის თავიდან აცილებაზე.

ფორუმზე სიტყვით გამოვლენ: საფრანგეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, UNESCO-ს გენერალური დირექტორი ოდრე აზულე, წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის პრეზიდენტი მირიანა სპოლიარიჩ ეგერი, - წერს ადმინისტრაცია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი