უფლებადამცველების ცნობით, ირანში, ბოლოდროინდელ დემონსტრაციებს სულ მცირე 304 ადამიანი ემსხვერპლა

გამოქვეყნდა:

ირანში, ბოლოდროინდელ საპროტესტო გამოსვლებს ჯამში სულ მცირე 304 ადამიანი ემსხვერპლა - ინფორმაციას ნორვეგიაში დაფუძნებული უფლებადამცველი ორგანიზაცია ავრცელებს და წერს, რომ დაღუპულთა შორის 41 ბავშვია. 

შეგახსენებთ, რომ ირანში მასობრივი საპროტესტო გამოსვლები და დემონსტრაციები 22 წლის ქალის, მაჰსა ამინის გარდაცვალებას მოჰყვა. ამინი, რომელიც "მორალის პოლიციამ" ჰიჯაბის ტარების წესის დარღვევის გამო დააკავა, კლინიკაში მოხვდა და გარდაიცვალა. მას სასტიკად სწორედ ირანელი სამართალდამცველები გაუსწორდნენ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი