უკრაინაში დაღუპული კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი, ლევან სახელაშვილი საქართველოში ჩამოასვენეს.
თბილისის აეროპორტში მისი ცხედრის ჩამოსვენებას ოჯახთან ერთად მეგობრები, სამოქალაქო აქტივისტები და თანამებრძოლები ესწრებოდნენ. მას ხუთშაბათს დაკრძალავენ.
38 წლის ლევან სახელაშვილი 24-ე ქართველია, რომელიც უკრაინაში რუსეთის ომს ემსხვერპლა.