აზერბაიჯანი და სომხეთი ერთმანეთს ისევ ცეცხლის გახსნაში ადანაშაულებენ

გამოქვეყნდა:

აზერბაიჯანისა და სომხეთის თავდაცვის სამინისტროები ერთმანეთს ისევ ცეცხლის გახსნაში ადანაშაულებენ.

აზერბაიჯანი ამბობს, რომ 6 ნოემბერს, სომხეთის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა ცეცხლი გაუხსნეს მათი არმიის პოზიციებს, ქალბაჯარის დასახლებების მოლაბაირამლისა და ბაზირხანას მიმართულებით.

"აზერბაიჯანის არმიის ნაწილებმა ადექვატური საპასუხო ზომები მიიღეს" - ამბობს თავდაცვა.

სომხეთი ამბობს, რომ 6-7 ნოემბრის ღამეს აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა სხვადასხვა კალიბრის მცირე ზომის იარაღიდან ცეცხლი გაუხსნეს სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვრის აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე სომხურ პოზიციებს.

თავდაცვა ამბობს, რომ მათი მხრიდან დანაკარგი არ ყოფილა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი