
უკრაინაში, მოსკოვის ეპარქიის სასულიერო პირი, დეკანოზი მიხაილ ვასილიევი დაიღუპა. ინფორმაციას მოსკოვის საპატრიარქო ავრცელებს და წერს, რომ ვასილიევი 6 ნოემბერს, უკრაინაში "სპეცოპერაციის ზონაში" გარდაიცვალა, მოვალეობის შესრულებისას.
მოსკოვის საპატრიარქოს განცხადებით, დეკანოზი მიხაილ ვასილიევი იყო მოსკოვის რაიონის სოფელ ვლასიხაში მდებარე სტრატეგიული სარაკეტო ძალების შტაბ-ბინაში, დიდმოწამე ბარბარესა და წმინდა ელია მურომეცელის ეკლესიის წინამძღვარი.
როგორც მღვდელი, სხვადასხვა დროს ის იმყოფებოდა მივლინებებში "ცხელ წერტილებში," როგორც საპატრიარქო უწოდებს, "სამშვიდობო ოპერაციებში" მათ შორის, კოსოვოში, ბოსნიაში, აფხაზეთში, ყირგიზეთში, ჩრდილოეთ კავკასიასა და სირიაში.
სიკვდილის მიზეზებზე განცხადებაში არაფერია ნათქვამი.