
ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი ეხმაურება საქართველოს თავდაცვის მინისტრისა და ირანის ისლამური რესპუბლიკის ახლადდანიშნული ელჩის შეხვედრას, რომელზეც თავდაცვის სამინისტროს ცნობით, საუბარი შეეხო რეგიონის წინაშე არსებულ ახალ გამოწვევებსა და შესაძლებლობებს.
კრამონის თქმით, ეს შეხვედრა აჩვენებს "იმ მცდარ გზას, რომელიც საქართველომ აირჩია და პოლიტიკურ იზოლაციას, რომლის წინაშეც ქვეყანა დგას".
"სერიოზულად? "რეგიონული გამოწვევები და შესაძლებლობები" ირანის რეჟიმთან, რომელიც ამჟამად ახშობს ყველას ყველაზე სასტიკი გზით? ეს ახალი თანამშრომლობა აჩვენებს, რომ საქართველომ სამწუხაროდ აირჩია არასწორი პოლიტიკური გზა და პოლიტიკური იზოლაცია, რომლის წინაშეც ის უკვე დგას", - წერს ვიოლა ფონ კრამონი.
ცნობისთვის, შეხვედრა თავდაცვის მინისტრსა და ირანის ელჩთან 4 ნოემბერს გაიმართა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო რეგიონის წინაშე არსებულ ახალ გამოწვევებსა და შესაძლებლობებს. მხარეებმა, ასევე განიხილეს ორ ქვეყანას შორის ორმხრივი თანამშრომლობის დღის წესრიგში არსებული აქტუალური საკითხები და სამომავლო გეგმები.