
81 წლის ასაკში, კვიპროსის დამოუკიდებელი ბერძნული მართლმადიდებლური ეკლესიის მეთაური, ქრიზოსტომოს II გარდაიცვალა.
ქრიზოსტომოს II აკრიტიკებდა რუსეთის შეჭრას უკრაინაში, გარდა ამისა, კვიპროსის ეკლესიამ 2020 წელს მისი მეთაურობით, აღიარა უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალია.
"ბატონ პუტინს შეუძლია ეკლესიაში სიარული, ზიარება, მაგრამ ამავე დროს კლავს. ეს არის მისი მართლმადიდებლობა?" - თქვა მან კვიპროსის სამაუწყებლო კორპორაციასთან ინტერვიუში წლის დასაწყისში.
ქრიზოსტომოსი არქიეპისკოპოსი 2006 წელს აირჩიეს. კვიპროსის ეკლესია აღმოსავლეთ მართლმადიდებლური საზოგადოების დამოუკიდებელი ფილიალია.
ქრიზოსტომოსს 4 წლის წინ, ონკოლოგიური დაავადების დიაგნოზი დაუსვეს.