რუსეთმა მიაღწია შეთანხმებას ირანთან, ბალისტიკური რაკეტების შესყიდვაზე - დაზვერვა

გამოქვეყნდა:

რუსეთს დარჩა მხოლოდ 120 „ისკანდერი“, გამოყენებულია თანამედროვე რაკეტების დაახლოებით 80% -The Economist ამ ინფორმაციას უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს წარმომადგენლის, ვადიმ სკიბიცკის მიერ მიწოდებულ მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.

"უკრაინის სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე თავდასხმისას ტერორისტულმა ქვეყანამ გამოიყენა თავისი თანამედროვე რაკეტების დაახლოებით 80%" - ნათქვამია მოხსენებაში.

სკიბიცკის თქმითვე, უკრაინის სამხედრო დაზვერვისთვის ცნობილია კრემლის გეგმები, რაც ირანიდან Fateh-110 და Zofaghar ბალისტიკური რაკეტების შეძენას უკავშირდება - "ჩვენ ვიცით, რომ შეთანხმებები უკვე მიღწეულია", - ამბობს  უკრაინის დაზვერვის წარმომადგენელი.
 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი