რუსული გემები, რომლებიც თებერვლიდან ბოსფორის გადაკვეთის ნებართვას ელოდებოდნენ, თურქეთმა შავ ზღვაში არ შეუშვა

გამოქვეყნდა:

თურქეთმა რუსული გემები შავ ზღვაში არ შეუშვა - ხომალდები ვლადივოსტოკში ბრუნდებიან.

თებერვლის დასაწყისიდან რუსეთის ფლოტის გემები თურქეთის ხელისუფლებისგან ბოსფორის გადაკვეთის ნებართვას ელოდებოდნენ შავ ზღვაში შესვლისთვის, მაგრამ ანკარამ მათ ამის უფლება არ მისცა - ინფორმაციას შავი ზღვის სტრატეგიული კვლევების ინსტიტუტის მონიტორინგის ჯგუფის ხელმძღვანელი, ანდრეი კლიმენკო.

გემები, კერძოდ წყნარი ოკეანის ფლოტის სარაკეტო კრეისერი "ვარიაგი" და დიდი წყალქვეშა ხომალდი "ადმირალ ტრიბუტსი", 6 ნოემბერს, სინგაპურის სრუტეში, ვლადივოსტოკის ბაზისკენ მიმავალ საზღვაო ტრაექტორიაზე დააფიქსირეს.

კლიმენკოს ინფორმაციით, ხომალდები ხმელთაშუა ზღვაში 2 თებერვლიდან იდგნენ და შავ ზღვაში გასასვლელად ემზადებოდნენ უკრაინაზე თავდასხმისთვის.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი