
Airbnb ცვლილებებს აანოსებს - Reuters-ის ცნობით, მომხმარებელთა საჩივრების გათვალისწინებით, მომდევნო თვიდან პლატფორმაზე ფასების განთავსების მაჩვენებელი შეიცვლება. ამის შესახებ კი კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა Twitter-ზე დაწერა: "მე მოვისმინე ხმამაღლა და გარკვევით - გრძნობთ, რომ გასები არ არის გამჭვირბალე და გადახდის ამოცანები მტკივნეულია".
ბრაიან ჩესკის თქმით, დეკემბრიდან Airbnb ოთხ ცვლილებას გეგმავს, მათ შორის სწორედ ფასებთან დაკავშირებულს. ამიერიდან, სტუმრები შეძლებენ ნახონ მთლიანი ფასი, რომლის გადახდაც წინასწარ მოეთხოვებათ. აღსანიშნავია, რომ ამ დროისთვის ღირებულების ნახვა შესაძლებელია კომპანიის მომსახურების საფასურის, ფასდაკლებისა და გადასახადების გარეშე.
პანდემიის შემდეგ Airbnb-იმ აქციების ღირებულების დაახლოებით 37% დაკარგა, რის შემდეგაც კომპანიაში აცხადებენ, რომ მოგზაურების გაზრდილი ნაკადი ბოლო თვეების განმავლობაში აღინიშნება.