
ინდონეზის პრეზიდენტის ჯოკო ვიდოდოს თქმით, ნაკლებად სავარაუდოა, რომ რუსეთმა G20-ის სამიტში მიიღოს მონაწილეობა - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია, Financial Times-ზე დაყრდნობით ავრცელებს.
ვიდოდოს თქმით, პუტინს ესაუბრა, თუმცა დარწმუნებულია, რომ ის ამ ღონისძიებას არ დაესწრება.
შეგახსენებთ, რომ ინდონეზიის პრეზიდენტმა გასულ კვირას განაცხადა, რომ 3 ქვეყანამ არ დაადასტურა მათი ლიდერების მონაწილეობა G20-ის სამიტში და არაა გამორიცხული, რომ ამ ქვეყნებს შორის რუსეთის ფედერაცია და უკრაინა იყოს.
ცნობისთვის, კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ რუსეთი მონაწილეობას მიიღებს G20-ის სამიტში, თუმცა ფორმატი ჯერ დადგენილი არ არის.
მოგვიანებით, კი უკრაინის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, ოლეგ ნიკიფოროვმა განაცხადა, რომ გადაწყვეტილება ზელენსკის G20-ის სამიტში მონაწილეობის შესახებ ჯერ არ არის მიღებული.