კრიტიკული მედიის წინააღმდეგ ახალი შეტევა იწყება. "ქართული ოცნების" აგრესიული განაყოფი, რომელმაც "ხალხის ძალა" დაირქვა, უკმაყოფილოა განსხვავებული აზრის არსებობით და კრიტიკის გამო ტელევიზიებს ემუქრება.
ყოფილი მეოცნებეები ამტკიცებენ, რომ ჟურნალისტებიც და სამოქალაქო აქტივისტებიც ქვეყნის მტრები არიან, მხოლოდ სიცრუეს და სიძულვილს ტირაჟირებენ, ცდილობენ საზოგადოების დემორალიზებას და სახელმწიფო ინტიტუტებისა და ეკლესიის წინააღმდეგ იბრძვიან.
თუმცა მედიის გარდა, მმართველი პარტიის განაყოფს სამიზნეში ტრადიციულად დასავლელი მოკავშირეებიც ჰყავს. ბიძინა ივანიშვილის ერთგულ მსახურებს არ მოსწონთ, რომ საერთაშორისო ორგანიზაციები ქვეყანაში კრიტიკულ მედიას უჭერენ მხარს.