გამოკითხულთა 42% ამბობს, რომ მის ინტერესებს არცერთი პარტია არ გამოხატავს - IRI

გამოქვეყნდა:

"საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი" (IRI) საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგებს აქვეყნებს.

კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 42% ამბობს, რომ მის ინტერესებს არცერთი პარტია არ გამოხატავს; 24% პასუხობს, რომ არის ერთი პარტია მაინც, რომელიც სრულად წარმოადგენს მის ინტერესებს; ხოლო გამოკითხულთა 32% ამბობს, რომ არის ერთი პარტია მაინც, რომელიც მეტ-ნაკლებად მის ინტერესებს წარმოადგენს.

კვლევა ჩატარდა 2022 წლის 13 სექტემბერი - 2 ოქტომბრის პერიოდში საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის სახელით, ბალტიის კვლევებისა და გელაპის ორგანიზაციის წარმომადგენლის დოქტორი რასა ალიშაუსკინეს მიერ. 

კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა „IPM“-ის მიერ. მონაცემები შეგროვდა პირისპირ ინტერვიუს გზით. შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1500 რესპონდენტს. 

მონაცემები შეწონილ იქნა ასაკის, სქესის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად. ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2.5 %, გამოპასუხების მაჩვენებელი - 74 %.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი