გამოკითხულთა 72% -ს მომავალ არჩევნებში ახალი პოლიტიკური პარტიების ხილვა სურს - IRI

გამოქვეყნდა:

"საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი" (IRI) საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგებს აქვეყნებს. კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 72% მომავალ არჩევნებში ახალი პოლიტიკური პარტიების ხილვას ისურვებდა.

22% ამჟამინდელი არჩევანით კმაყოფილია, ხოლო 7%-მა არ იცის/არ პასუხობს.

კვლევა ჩატარდა 2022 წლის 13 სექტემბერი - 2 ოქტომბრის პერიოდში საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის სახელით, ბალტიის კვლევებისა და გელაპის ორგანიზაციის წარმომადგენლის დოქტორი რასა ალიშაუსკინეს მიერ. 

კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა „IPM“-ის მიერ. მონაცემები შეგროვდა პირისპირ ინტერვიუს გზით. შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1500 რესპონდენტს. 

მონაცემები შეწონილ იქნა ასაკის, სქესის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად. ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2.5 %, გამოპასუხების მაჩვენებელი - 74 %.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი