EU-ში გაწევრიანებას მტკიცედ ეთანხმება 70%, ნატო-ში 64% - IRI

გამოქვეყნდა:

"საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი" (IRI) საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგებს აქვეყნებს. კვლევის თანახმად, კითხვაზე, მხარს უჭერთ თუ ეწინააღმდეგებით საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას, გამოკითხულთაგან 70% ევროკავშირში გაწევრიანებას მტკიცედ ეთანხმება; 15% გარკვეულწილად ეთანხმება; 3% გარკვეულწილად ეწინააღმდეგება; 7% კატეგორიულად ეწინააღმდეგება, ხოლო 5%-ს პასუხი არ აქვს.

მარტში ჩატარებული გამოკითხვით, გაწევრიანებას მტკიცედ უჭერდა მხარს 74%, გარკვეულწილად - 14%.

კითხვაზე - მხარს უჭერთ თუ ეწინააღმდეგებით საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებას, გამოკითხულთა 64% მტკიცედ უჭერს მხარს, 14% გარკვეულწილად, 5% გარკვეულწილად ეწინააღმდეგება, 12% კატეგორიულად ეწინააღმდეგება, 5%-ს პასუხი არ აქვს.

მარტში ჩატარებული გამოკითხვით, ნატო-ში გაწევრიანებას მტკიცედ უჭერდა მხარს 60%, გარკვეულწილად - 15%, გარკვეულწილად ეწინააღმდეგებოდა 8%, კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა 12%, ხოლო პასუხი არ ჰქონდა 5%-ს.

კვლევა ჩატარდა 2022 წლის 13 სექტემბერი - 2 ოქტომბრის პერიოდში საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის სახელით, ბალტიის კვლევებისა და გელაპის ორგანიზაციის წარმომადგენლის დოქტორი რასა ალიშაუსკინეს მიერ. 

კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა „IPM“-ის მიერ. მონაცემები შეგროვდა პირისპირ ინტერვიუს გზით. შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1500 რესპონდენტს. 

მონაცემები შეწონილ იქნა ასაკის, სქესის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად. ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2.5 %, გამოპასუხების მაჩვენებელი - 74 %.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი