
"ქართული ოცნება" ხელისუფლებაში დარჩენას 2030 წლამდე აპირებს. "ოცნების" ლიდერები ახლა უკვე ხმამაღლა ამბობენ, რომ მართვის სადავეების გადაბარებას კიდევ 7 წელი არ აპირებენ და მოქალაქეებს არწმუნებენ, რომ თავდაუზოგავი შრომით შეძლეს ქვეყანაში სიღარიბის მაჩვენებლის შემცირება, მომდევნო წლებში კი ყველა იმ დაპირებას შეასრულებენ, რომლების შესრულებაც 10 წელში ვერ შეძლეს.
თუმცა ხალხი ქუჩაში ბიძინა ივანიშვილის მიერ შესრულებულ ერთ დაპირებასაც კი ვერ იხსენებს და მოქალაქეებს არც იმის სჯერათ, რომ "ოცნება" მომდევნო 7 წლის განმავლობაში ქვეყანას წარმატებას მოუტანს.
ავტორი: ნინიკო გიგაური