გამოკითხულთა 35% ქართულ პოლიტიკურ პარტიებს არ ენდობა - IRI

გამოქვეყნდა:

"საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი" (IRI) საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგებს აქვეყნებს. კვლევის თანახმად,  გაიზარდა იმ მოქალაქეების რიცხვი, რომლებიც არ ენდობიან ქართულ პოლიტიკურ პარტიებს.

კითხვაზე, ენდობით თუ არა ქართულ პოლიტიკურ პარტიებს, სექტემბერში გამოკითხულთა პასუხები ასეთია:

  • ნდობა - 15%
  • არც ნდობა, არც უნდობლობა - 49%
  • უნდობლობა - 35%
  • არ ვიცი/ უარი პასუხზე - 1%

იგივე კითხვაზე მარტში გამოკითხულთა პასუხები:

  • ნდობა- 23%
  • არც ნდობა, არც უნდობლობა - 53%
  • უნდობლობა - 23%
  • არ ვიცი/ უარი პასუხზე - 2%

შესაბამისად, იმ მოქალაქეთა რიცხვი,  რომლებიც არ ენდობიან ქართულ პოლიტიკურ პარტიებს, მარტის შემდეგ გაზრდილია.

კვლევა ჩატარდა 2022 წლის 13 სექტემბერი - 2 ოქტომბრის პერიოდში საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის სახელით, ბალტიის კვლევებისა და გელაპის ორგანიზაციის წარმომადგენლის დოქტორი რასა ალიშაუსკინეს მიერ. 

კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა „IPM“-ის მიერ. მონაცემები შეგროვდა პირისპირ ინტერვიუს გზით. შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1500 რესპონდენტს. 

მონაცემები შეწონილ იქნა ასაკის, სქესის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად. ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2.5 %, გამოპასუხების მაჩვენებელი - 74 %.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი