პარტიის ლიდერები მაჟორიტარებად - ოპოზიციის სათადარიგო გეგმა

გამოქვეყნდა:

გაერთიანებული ოპოზიცია 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე, მაჟორიტარობის კანდიდატებზე თანხმდება. ვინაიდან ქართული ოცნება დათმობაზე არ მიდის, და საარჩევნო სისტემას არ ცვლის, ოპონენტები ივანიშვილის გუნდის დამარცხებას, მოქმედი სისტემით და გაერთიანებული ძალებით შეეცდებიან.

"მთავარი არხის" ექსკლუზიური ინფორმაციით, ოპოზიციის კანდიდატები დავით ბაქრაძე,  
ნიკა მელია, გიორგი ვაშაძე,  ელენე ხოშტარია, ხატია დეკანოიძე, ზაალ უდუმაშვილი და ლევან ხაბეიშვილი იქნებიან.   

ინფორმაციას ადასტურებს ნიკა მელია, თუმცა ის არ გამორიცხავს, რომ კენჭი არა მშობლიურ მთაწმინდაზე, არამედ მცხეთაში იყაროს.

"მთავარი არხის" ინფორმაციით, ავჭალაში იყრის კენჭს "ლეიბორისტული პარტიის" ლიდერი შალვა ნათელაშვილი.

პროდასავლური ოპოზციის ლიდერები ამბობენ, რომ ახლა პარტიული სიებში გარანტირებული ადგილების დრო არ არის, ყველა ლიდერმა თითო მანდატისთვის უნდა იბრძოლოს და 2020-ის არჩევნებზე ოლიგარქის პარტია დაამარცხოს. 

პროდასავლური ოპოზიცია შეთანხმებულია, რომ ქართული ოცნების წინააღდეგ მაჟორიტარულ ოლქებში ერთ კანდიდატს წარადგენს და ერთმანეთს კონკურენციას არ გაუწევენ.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი