მიხეილ სააკაშვილის "ვივა მედში" ბრიტანელი სამედიცინო ექსპერტი ხვდება

გამოქვეყნდა:

ცოტა ხნის წინ კლინიკა "ვივა მედში", მესამე პრეზიდენტის მოსანახულებლად მივიდა ბრიტანელი ექსპერტი, ფსიქიატრი, კორნელიუს კატონა. მას მედიასთან კომენტარი მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრამდე არ გაუკეთებია.

კლინიკაში არიან ადვოკატები და "ემპათიას" ხელმძღვანელი, მარიამ ჯიშკარიანიც. მესამე პრეზიდენტი დღეს თანაგუნდელმა ეკა ხერხეულიძემ მოინახულა, რომელიც ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილს აღენიშნება თავის ტვინში ცვლილებები, აქვს მაღალი წნევა და ტემპერატურა. 

"მდგომარეობა არის უცვლელი, ჩემ თვალ წინ ადამიანმა, დამშვიდობების წინ გაიზომა ტემპერატურა და აქვს ისევ 37.7 რაც არის აუხსნელი, რატომ იმატებს, რატომ იკლებს ორი ხაზით, საერთოდ რატომაა თვეების მანძილზე, განუწყვეტლივ ტემპერატურა, ამაზე გადამჭრელი პასუხი არავის არ აქვს. ფაქტია, რომ აქ არის რაღაც სერიოზული პრობლემა, რასაც სჭირდება კვლევა. ზოგადი სისუსტე არის ისევ სახეზე, ყველა ნახვაზე ვატყობ, რომ წინა ნახვის შემდეგ არის კიდევ უფრო დაკლებული წონაში, წნევა ჰქონდა მაღალი, ის რაც ჩემ თვალწინ ახლა ექიმებმა შეუმოწმეს, მე შემიძლია დაბეჯითებით გითხრათ ის", - თქვა ხერხეულიძემ. 

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილს 14 დასახელების დიაგნოზი აქვს. ამავე თემაზე: 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი