ჩეხეთის პრეზიდენტის პრესმდივანი დაქორწინდა იმ უკრაინელ ლტოლვილზე, რომელიც სახლში შეიფარა - მედია

გამოქვეყნდა:

ჩეხური ტაბლოიდური გამოცემების ინფორმაციით, ჩეხეთის პრეზიდენტის პრესმდივანი ირჟი ოვჩაჩეკი გასულ კვირას იმ უკრაინელ ქალზე დაქორწინდა, რომელიც ლტოლვილთა დახმარების ფარგლებში, სახლში შეიფარა. 

43 წლის ოვჩაჩეკმა პარასკევს იქორწინა და ამჟამად თაფლობის თვეში იმყოფება ჩეხეთში. მედიის ინფორმაციით, წყვილმა ერთმანეთი გაზაფხულზე გაიცნო, როცა ქალი უკრაინიდან ჩეხეთში ჩავიდა. 

ოვჩაჩეკი ჩეხეთის პრეზიდენტის, მილოშ ზემანის პრესმდივანი 2013 წლიდანაა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი