
ლუგანსკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის სერგეი გაიდაის თქმით, უკრაინელმა სამხედროებმა ლუგანსკის რაიონის სოფელ დიბროვაში, ოკუპანტების საწვავის საცავი ააფეთქეს.
"უკრაინის შეიარაღებული ძალების საზღვაო ქვეითთა 140-ე ცალკეული სადაზვერვო ბატალიონის საარტილერიო დარტყმის შედეგად განადგურდა საწვავის და საპოხი მასალების რუსული საწყობი" - წერს გაიდაი.
მისივე თქმით, მტრის საწვავის მარაგი ასევე განადგურდა სევეროდონეცკის ოლქშიც. კერძოდ, ტორსკისა და კრემინას დამაკავშირებელ ტერიტორიაზე.