ჩრდილოეთ კორეა რუს სამხედროებს ზამთრის ფორმებს უკერავს

გამოქვეყნდა:

ჩრდილოეთ კორეამ რუსი სამხედროებისთვის ზამთრის ფორმების კერვა დაიწყო, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს და წერს რომ ფხენიანში ამ საკითხზე უკვე სულ მცირე სამი ქარხანა მუშაობს. საუბარია სამხედრო ფორმაზე, საცვლებსა და ფეხსაცმელზე, რომლის ნედლეულსაც რუსეთი ჩრდ. კორეას თავად აწვდის.

მედიის ცნობით, დამზადებული უნიფორმები სარკინიგზო გზით რუსეთში, ისთმუსის გავლით გაიგზავნება.

ამ ინფორმაციის სანდოობაზე მოწმობს რამდენიმე კვირის წინ ჩრდილოეთ კორეაში რუსეთის საელჩოს განცხადება, რომ რუსეთი "დაინტერესებულია ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის ყიდვით" ჩრდილოეთ კორეიდან.

ასეთი თანამშრომლობით ჩრდილოეთ კორეა სარგებლობს უცხოური ვალუტის მოსაპოვებლად, განსაკუთრებით კოვიდ პანდემიის გამო იძულებითი პაუზის შემდეგ. ცნობისთვის, გაეროს 2017 წლის სექტემბრის 2375 რეზოლუცია კრძალავს ჩრდილოეთ კორეას ტექსტილის ინდუსტრიის პროდუქციის ექსპორტს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი