
ტერორისტული რეჟიმის სამხედრო ამბიციების ერთ-ერთი მთავარი დამფინანსებლის შვილი თბილისშია. პუტინის უახლოესი გარემოცვის წევრის ალექსანდრ კოპილკოვის ვაჟი ყურადღების ცენტრში დედაქალაქის შუაგულში მომხდარი ინციდენტის შემდეგ მოექცა.
პაველ კოპილკოვმა, რომელიც თბილისს აფარებს თავს, საქართველოსა და ქართველებს დემონსტრაციულად აგინა. რუსი ოლიგარქის ოჯახი სხვადასხვა გზით სამხედრო ოპერაციებს აფინანსებდა სირიაში, ყირიმსა და ბოლოს უკრაინაში, კრემლის სამხედრო ინტერვენციის დროს, თუმცა, ამის მიუხედავად, უმცროსი კოპილკოვი საქართველოში უპრობლემოდ შემოვიდა. მარჯანიშვილზე მოწყობილი დებოშის შემდეგ კი ის დააკავეს, თუმცა მალევე ზედმეტი შეკითხვის გარეშე გაათავისუფლეს.