გორის მერია 45 თანამშრომლის გადამზადებისთვის 45 700 ლარის დახარჯვას გეგმავს

გამოქვეყნდა:

გორის მერია 45 თანამშრომლის გადამზადებისთვის 45 700 ლარის დახარჯვას გეგმავს, - ინფორმაციას "მოზაიკა" ავრცელებს და წერს, რომ უწყებამ სატრენინგო მომსახურების შესასყიდად ტენდერი უკვე გამოაცხადა. 

არსებული ინფორმაციით მერიას სურს გადაამზადოს მე- III და მე- IV რანგის მოხელეები, რომლებიც ტრენინგს ორ ეტაპად გაივლიან. 

გარდა ამისა, სატრენინგო კურსი უნდა მოიცავდეს დამატებით პროგრამასაც, როგორიცაა "მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობა პირველი ინსტანციის სასამართლოში და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობა სასამართლოში ადმინისტრაციულ და სამოქალაქო საქმეებზე".

პროგრამა განკუთვნილია გორის მუნიციპალიტეტის მერიის 10 თანამშრომლისთვის, მე- II და მე- III რანგის მოხელეებისთვის.

ტენდერით შერჩეულმა კომპანიამ მომსახურების მიწოდება ხელშეკრულების გაფორმებიდან, 2022 წლის 30 დეკემბრის ჩათვლით უნდა უზრუნველყოს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი