ეპიდემია საზოგადოების ნომერ პირველ მტრად რჩება - ამის შესახებ განცხადება ჯანდაცის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა თავის ყოველდღიურ კონფერენციაზე ისაუბრა. თედროს გაბრესუსის განცხადებით, არსებობს რისკი, რომ ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა კიდევ უფრო გაუარესდეს, რაც ადამიანებისთვის დამღუპველი შედეგების მომტანი იქნება.
მსოფლიო ჯანდაცის ორგანიზაციის მონაცემებით, ყველაზე მძიმე მდგომარეობა კვლავ შეერთებულ შტატებშია, კოვიდ 19-ის სწრაფი გავრცელების გამო მთვრობამ, რამდენიმე შტატი ჩაკეტა და ხელახალი შეზღუდვები დააწესა.
შეგახსენებთრ, რომ ამ დროისთვის მსოფლიოში კორონა ვირუსის 13,250 ათასი შემთხვევაა დაფიქსირებული, 575 ათასი ადამიანი კი გარდაცვლილია.