შესაძლოა, ირანში, აქციის მონაწილეები სიკვდილით დასაჯონ - ინიციატივას დეპუტატთა უმრავლესობამ მხარი დაუჭირა

გამოქვეყნდა:

ირანის პარლამენტის 290 დეპუტატიდან 227-მა მხარი დაუჭირა რეზოლუციას, რომელიც პროტესტებში მონაწილეთა სიკვდილით დასჯას ითვალისწინებს, - ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.

დეპუტატების თქმით, ეს გაფრთხილება უნდა იყოს მათთვის, ვინც რეჟიმის სტაბილურობას ემუქრება. 

ამჟამად ირანში პროტესტებში მონაწილეობის გამო 14,000 ადამიანია დაკავებული.

დამატებითი დეტალები ამ დროისთვის ჯერჯერობით უცნობია. 

პროტესტი ირანში რამდენიმე რამდენიმე თვის წინ, 22 წლის ქალის, მაჰსა ამინის გარდაცვალებას მოჰყვა. ის "მორალის პოლიციამ" დააკავა ჰიჯაბის ტარების წესის დარღვევის გამო. მოგვიანებით სამართალდამცავების მიერ ნაცემი გოგო კომატოზურ მდგომარეობაში კლინიკაში მოხვდა და გარდაიცვალა. მას შემდეგ, ქვეყანაში მასობრივი დემონსტრაციები არ წყდება. ხალხის პროტესტს ხელისუფლება ძალას უპირისპირებს. საპროტესტო ტალღას 300-ზე მეტ ადამიანი ემხვერპლა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი