ჩინეთში მომხდარ წყალდიდობას 150 ადამიანი ემსხვერპლა

გამოქვეყნდა:

ჩინეთში წყალდიდობას 150 ადამიანი ემსხვერპლა, ათობით მოქალაქეს კი ამ დრომდე უშედეგოდ ეძებენ. სტიქიური უბედურება ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში, მდინარე იანძის ადიდებამ გამოიწვია. დაზიანებულია ასობით საჯარო და საზოგადოებრივი დანიშნულების შენობები, ცენტრალური მაგისტრალები და სარკინიგზო ხაზები.

მთავრობის ბრძანებით, რეგიონიდან ათასობით ადამიანის ევაკუაცია უკვე განხორციელდა. წინასწარი მონაცემებით, სტიქიით მიყენებული ზარალი რამდენიმე ასეულ მილიონ დოლარს აღემატება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი