ვგმობთ სომხეთსა და აზერბაჯანს შორის მომხდარ ინციდენტს და მხარეებს ცეცხლის დაუყონებლივ შეწყვეტისაკენ მოვუწოდებთ - ამის შესახებ სპეციალური განცხადება შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა გაავრცელა და მხარეებს სიტუაციის ნორმალიზაციისაკენ მოუწოდა.
დაპირისპირებას გამოეხმაურა ევროკავშირიც და თომუზის რაიონში მომხდარი ინციდენტი დაგმო.
ევროკავშირი ორივე მხარეს მოუწოდებს, შეწყვიტონ შეიარაღებული დაპირისპირება, თავი შეიკავონ ქმედებებისა და რიტორიკისგან, რომელიც დაძაბულობის პროვოცირებას ახდენს და დაუყოვნებლივ მიიღონ ზომები შემდგომი ესკალაციის პრევენციის მიზნით, - ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ 12 და 13 ივლისს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის საზღვრზე მომხდარი ინციდენტის დროს 3 ჯარისკაცი დაიღუპა, 5 კი მძიმედ დაიჭრა.