დაპირისპირება "ნაციონალურ მოძრაობაში" - პარტიის წევრების ნაწილი ახალი თავმჯდომარის არჩევას ითხოვს

გამოქვეყნდა:

დაპირისპირება "ნაციონალურ მოძრაობაში" - მთავარი ოპოზიციური პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, ირაკლი ნადირაძე და რეგიონული ლიდერები შიდაპარტიულ არჩევნებს ითხოვენ. კერძოდ, პარტიის პოლიტსაბჭოსა და სამდივნოს ხელახალ დაკომპლექტებასა და "ნაციონალური მოძრაობის" ახალი თავმჯდომარის არჩევას. 

თანაგუნდელების მოთხოვნაზე ნიკა მელიას კომენტარი არ გაუკეთებია. 

„ნაციონალური მოძრაობის“ რეგიონულ ლიდერებთან ერთად ვითხოვთ, პარტიაში ჩატარდეს თავმჯდომარის ახალი არჩევნები", - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ირაკლი ნადირაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი