განეიტრალებულია დივერსანტების ჯგუფი, რომლებიც უკრაინელი სამხედრო მეთაურების მკვლელობას გეგმავდნენ - დაზვერვა

გამოქვეყნდა:

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა მოახერხა რუსული დივერსიული და სადაზვერვო ჯგუფის განეიტრალება, რომელიც გეგმავდა უკრაინის შეიარაღებული ძალების სპეციალური ოპერაციების ძალების მეთაურების მკვლელობას. ჯგუფს ხელმძღვანელობდა ФСБ-ს ოფიცერი. 

„მათი ერთ-ერთი მთავარი ამოცანა იყო პერსონალური მონაცემების შეგროვება და უკრაინის შეიარაღებული ძალების სპეციალური ოპერაციების ძალების საბრძოლო ნაწილების მეთაურების ადგილმდებარეობის შესწავლა“, - ნათქვამია დაზვერვის განცხადებაში.

დივერსანტები აპირებდნენ ამ ინფორმაციის გამოყენებას უკრაინელი სამხედროების მკვლელობებისა და მათი იარაღისა და სამხედრო ტექნიკის გასანადგურებლად. 

 დაზვერვის ინფორმაციით, ჯგუფის ერთ-ერთი წევრი სუმის სასაზღვრო რეგიონის მკვიდრი იყო, რომელიც ФСБ-მ დაიქირავა რუსეთის სრულმასშტაბიანი შემჭრის დაწყების შემდეგ. სწორედ ის იყო უშუალო კავშირში თავის „კურატორთან“ და კოორდინაციას უწევდა მტრის ამოცანების შესასრულებლად მოქმედებების გეგმებსა და ალგორითმებს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი