ვადის გადაცილება აქვთ "გოცირიძეზე", მეტრო "ვარკეთილის" რეაბილიტაციას ვერ შეძლებს - კალაძე "მამისონზე"

გამოქვეყნდა:

თბილისის მერის, კახი კალაძის თქმით, დარწმუნებულია, რომ კომპანია "მამისონი" ვერ შეძლებს ვარკეთილის მეტროს სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაატაროს. მისი  თქმით, კომპანიას სამუშაოების დროულად ჩატარების რესურსი არ აქვს, ამის გამო ხელშეკრულება შეწყვიტეს.

"რაც შეეხება "ვარკეთილის" მეტროს სარეაბილიტაციო სამუშაოებს, ხელშეკრულება შეწყვეტილია და აღნიშნული კომპანია, რომელიც ძალიან დიდ პრობლემას წარმოადგენს, ძალიან დიდ პრობლემას წარმოადგენდა მეტრო "გოცირიძის" სარეაბილიტაციო სამუშაოების დროს და თქვენ შეგიძლიათ ნახოთ ყელა დოკუმენტაცია იმასთან დაკავშირებით, თუ როგორი დაგვიანება აქვთ. შესაბამისად მე დარწმუნებული ვარ და მჯერა, რომ ეს კომპანია ვერ შეძლებს იმ პასუხისმგებლობის აღებას, რაც დაკავშირებულია ვარკეთილის მეტროს სარეაბილიტაციო სამუშაოებთან და ეს გადაწყვეტილება იქნა მიღებული", - ამბობს კალაძე. 

ჟურნალისტის კითხვას, რატომ გაფორმდა ხელშეკრულება "მამისთონთან" მაშინ, როცა "გოცირიძის" მეტროს რეაბილიტაციის პროცესში ხარვეზები იყო, კალაძე პასუხობს, რომ გოცირიძეზე ახალი ბაქნის მოსაწყობად კომპანიამ დროის გადაწევა სამართლიანად მოითხოვა, ხოლო სხვა შემთხვევებში ვადებზე გადაცილებები აქვს.

ცნობისთვის, მეტრო "გოცირიძე" მგზავრებს ამ დრომდე არ ემსახურება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი