რომის პაპი უკრაინასთან ომში რუსეთის მიერ ე.წ. დაქირავებული მებრძოლების ჩართვას გმობს 

გამოქვეყნდა:

ვატიკანში მორწმუნეებისადმი ყოველკვირეული გამოსვლისას, რომის პაპმა ფრანცისკემ პირველად ისაუბრა დაქირავებულ მებრძოლებზე, რომელთა სისასტიკის გამო, როგორც მან განაცხადა, იტანჯება უკრაინის მშვიდობიანი მოსახლეობა.

კათოლიკური ეკლესიის მეთაური გამუდმებით მოუწოდებს მსოფლიო ლიდერებს, დაასრულონ სისხლისღვრა და სთხოვს თავის სამწყსოს ილოცონ უკრაინაში მშვიდობისთვის, მაგრამ მისი მოწოდებები, როგორც წესი, უფრო ზოგადია. 

რომის პაპმა არ დააკონკრეტა, თუ რა სახის დაქირავებულებს გულისხმობდა, მაგრამ დასავლური პრესა თვლის, რომ, სავარაუდოდ, საუბარია ვაგნერის დაჯგუფებაზე, კერძო სამხედრო კომპანიაზე, რომელსაც ხელმძღვანელობს ევგენი პრიგოჟინი, რომელიც ასევე ასრულებს საეჭვო მისიებს აზიასა და აფრიკაში.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა არაერთხელ თქვა, რომ ჯგუფი არ წარმოადგენს სახელმწიფოს ინტერესებს, მაგრამ, როგორც კერძო სამხედრო კომპანიას, უფლება აქვს იმოქმედოს მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში, სანამ მისი ქმედებები რუსეთის კანონმდებლობასთან წინააღმდეგობაში არ მოვა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი