
პრობლემას იმაში ვხედავთ, რომ მას შესაბამისი სამედიცინო მკურნალობა არ უტარდება და ასევე იმაში, რომ ეს საქმე პოლიტიზირებულია - აცხადებს ევროპარლამენტარი მარკეტა გრეგოროვა "მთავარ არხთან" ინტერვიუში, მიხეილ სააკაშვილის საქმეზე საუბრისას, რომელიც ასევე ჩაიწერა გუშინ მიღებულ რეზოლუციაში.
დოკუმენტში ნათქვამია, რომ საქართველოს ხელისუფლებამ მესამე პრეზიდენტს საზღვარგარეთ, სათანადო სამედიცინო მკურნალობის საშუალება უნდა მისცეს და გაათავისუფლოს.
ჩვენ ხშირად გვადანაშაულებენ, რომ ამ კონკრეტულ საქმეში ფულს გვიხდიან ნაციონალური მოძრაობა, ან ვიღაც ლობისტები, რაც ძალიან უცნაურია და ისევ ჩვენ გვაყენებს ცუდ მდგომარეობაში, იმიტომ რომ არ ვართ ფიკუსირებული ერთ კონკრეტულ ადამიანზე. გვინდა, რომ იყოს სისტემა, რომელიც სამართლიანი იქნება ყველას მიმართ და მათ შორის ამ კონკრეტული ადამიანის, მიხეილ სააკაშვილის მიმართ. ასეთ ვითარებაში პრობლემას იმაში ვხედავთ, რომ მას შესაბამისი სამედიცინო მკურნალობა არ უტარდება და ასევე იმაში, რომ საქმე პოლიტიზებულია. ყველაფერი რომ გამჭვირვალე იყოს, სასამართლოც დამოუკიდებელი და სამედიცინო თვალსაზრისითაც არ იყოს პრობლემა, მაშინ ჩვენ სააკაშვილს საერთოდ არ ვახსენებდით. ხშირად გვხვდება ხალხი, რომელიც გვეუბნება, რომ არ მოსწონს სააკაშვილი, მაგრამ ევროპარლამენტის საქმე არ არის იმის განხილვა, თუ როგორი ადამიანია ის და რა აქვს გაკეთებული წარსულში. ჩვენი ინტერესია, რომ ყველაფერი ტარდებოდეს სამართლიანად. ეს არის და ეს." ამბობს ევროპარლამენტარი.