დიდი ბრიტანეთის მეფეს კვერცხები ესროლეს

გამოქვეყნდა:

დიდი ბრიტანეთის მეფე ჩარლზს და მის მეუღლეს კვერცხები დაუშინეს. ინციდენტი ქალაქ იორკში იმ დროს მოხდა, როდესაც მეფე და მისი მეუღლე შეკრებილ ხალხს ესალმებოდნენ.

ბრიტანულ მედიაში გავრცელდა კადრები, რომელზეც ასახულია, რომ მეფესა და მის თანმხლებ პირებს რამდენიმე კვერცხი ესროლეს. პოლიციამ დამნაშავე ადგილზე დააკავა.

თვითმხილველების თქმით, დამნაშავე კვერცხების სროლის დროს ყვიროდა, რომ დიდი ბრიტანეთი მონების სისხლზე აშენდა და რომ მონარქია უნდა გაუქმდეს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი