
პარლამენტში საპროცედურო საკითხთა კომიტეტზე ანტიკორუფციული კანონპროექტის ალტერნატიული ვარიანტი განიხილეს. კანონპროექტის ავტორი ფრაქცია "ლელოა". კანონპროექტი არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართულობით მომზადდა და მას ოპოზიციაც მხარს უჭერს.
ხელისუფლების ოპონენტები მიიჩნევენ, რომ მმართველი გუნდის კანონპროექტი ფასადურია და ამით 12 რეკომენდაციიდან მეოთხე პუნქტი არ შესრულდება. "ქართულმა ოცნებამ" ოპოზიციის კანონპროექტს მხარი არ დაუჭირა.
ავტორი: ნინი ბალანჩივაძე