
ხერსონის საოლქო საბჭოს დეპუტატის, სერხიი ხლანის ინფორმაციით, ხერსონის ოლქის მარჯვენა სანაპიროზე ოკუპანტებმა მასობრივად დაიწყეს უკან დახევა, თუმცა გზად ისინი ხიდებს აფეთქებენ.
„დღეს რუსებმა ფაქტობრივად დაიწყეს ფრონტის მთელი ხაზის ნგრევა ხერსონის მიმართულებით და დაიწყეს მასობრივი უკან დახევა. ბერისლავის მიმართულებით ოკუპანტები რიგ დასახლებებში გაუჩინარდნენ. ანუ იქ ამ დროისთვის ოკუპანტები არ არიან. რუსები მასობრივად მიდიან, თუმცა წასვლისას ხიდებს აფეთქებენ“, - განაცხადა მან.
ხლანის თქმით, ოკუპანტები აძლიერებენ თავდაცვას მარცხენა სანაპიროზე, რათა უფრო უსაფრთხოდ დატოვონ ხერსონის ოლქის მარჯვენა სანაპირო.
ამავე თემაზე: