ხვალ გავაკეთებ საგანგებო განცხადებას - ხაბეიშვილი

გამოქვეყნდა:

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი, ლევან ხაბეიშვილი Facebook-ზე პარტიაში მიმდინარე პროცესებს ეხმაურება და წერს, რომ "ჯანსაღი კონკურენცია, შიდაპარტიული დემოკრატია, ღიაობა და გახსნილობა არის გაძლიერების, გამარჯვების, რუსი ოლიგარქის დამარცხების წინაპირობა".

ხაბეიშვილი ხვალ, 10 ნოემბერს 12:00 სააზე ბრიფინგს აანონსებს და ამბობს, რომ თემაზე საგანგებო განცხადებას გააკეთებს.

""ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" ყველა ასეთ სიტუაციას იყენებდა და გამოიყენებს გასაძლიერებლად. ჯანსაღი კონკურენცია, შიდაპარტიული დემოკრატია, ღიაობა და გახსნილობა არის გაძლიერების, გამარჯვების, რუსი ოლიგარქის დამარცხების წინაპირობა. ვფიქრობ, ყველამ ობიექტურად უნდა შევაფასოთ სიტუაცია და ეს გამოწვევა მივიღოთ.

ამ ქვეყნის მთავარი რეფორმატორის, მიხეილ სააკაშვილის მიერ დაფუძნებული პარტია იყო და იქნება ყველა სიახლის, პროგრესის მხარდამჭერი და გამზიარებელი.

ხვალ, 10 ნოემბერს 12:00 საათზე ამ თემასთან დაკავშირებით გავაკეთებ საგანგებო განცხადებას", - წერს ლევან ხაბეიშვილი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი