"გადაწყვეტილება ადვილი არ არის, მაგრამ..." - სუროვიკინი ხერსონიდან გასვლაზე

გამოქვეყნდა:

რუსეთის გაერთიანებული სამხედრო დაჯგუფების მეთაური, სერგეი სუროვიკინმა ხერსონიდან ჯარების გაყვანის მოტივად ის დაასახელა, რომ სამხედროების მომარაგება და ეფექტური ფუნქციონირება ვერ ხდება.

სუროვიკინმა მოხსენება თავდაცვის მინისტრ შოიგუს წარუდგინა:

„მიზანშეწონილია თავდაცვის ორგანიზება მდინარე დნეპრის ბარიერის ხაზის გასწვრივ, მის მარცხენა სანაპიროზე...

დნეპრის მარცხენა სანაპიროზე თავდაცვის შესახებ გადაწყვეტილება ადვილი არ არის, მაგრამ ამავდროულად ჩვენ გადავარჩენთ ჩვენი ჯარისკაცების სიცოცხლეს და საბრძოლო შესაძლებლობებს..." თქვა სუროვიკინმა

ამის შემდეგ, შოიგუმ ოკუპირებული ქალაქიდან ჯარების გაყვანის ბრძანება გასცა.

 ოკუპირებული ხერსონიდან რუსული ჯარების გაყვანის პროცესი უახლოეს დროში დასრულდება.

მთავარი არხის საგანგებო ეთერი | არა რუსულ კანონს!
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი