ვერ ვხედავთ ნიშნებს, რომ რუსეთი ხერსონს უბრძოლველად ტოვებს - პოდოლიაკი

გამოქვეყნდა:

"უკრაინა ტერიტორიებს დაზვერვის მონაცემებზე დაყრდნობით ათავისუფლებს და არა დადგმული სატელევიზიო განცხადებების საფუძველზე" - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი twitter-ზე წერს.

პოდოლიაკის თქმით, უკრაინა ვერ ხედავს ნიშნებს, რომ რუსეთი ხერსონს უბრძოლველად ტოვებს

"მოქმედება სიტყვებზე ხმამაღლა საუბრობს. ჩვენ ვერ ვხედავთ იმის ნიშნებს, რომ რუსეთი ხერსონს უბრძოლველად ტოვებს. რუსეთის ჯგუფების ნაწილი ქალაქშია შემორჩენილი და რეგიონს დამატებითი რეზერვები ემატება. უკრაინა ტერიტორიებს დაზვერვის მონაცემებზე დაყრდნობით ათავისუფლებს და არა დადგმული სატელევიზიო განცხადებების საფუძველზე", - წერს პოდოლიაკი.

ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ ოკუპირებული ხერსონიდან რუსეთის ჯარების გაყვანის ბრძანება გასცა

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი