ერგნეთში შეხვედრა იწყება - შესაძლოა საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა ქართული მხარის კითხვებს უპასუხონ

გამოქვეყნდა:

ერგნეთში ამ წუთებში რიგით 109-ე შეხვედრა იწყება, სადაც საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლელებში მიმდინარე ბორდერიზაციასა და გახშირებული გატაცებებზე იმსჯელებენ.  ოფიციალური თბილისი კიდევ ერთხელ მოითხოვს უკანონოდ დაკავებული მოქალაქეების  უპირობო გათავისუფლებას.

არის მოლოდინი, რომ სამ წლიანი პაუზის შემდეგ შესაძლოა დღეს საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა შეხვედრის შემდეგ განცხადებები გააკეთონ. 

წინა შეხვედრიდან დღემდე უკანონო ბორდერიზაციის 9 ფაქტი დაფიქსირდა, ხოლო ოკუპანტებმა საქართველოს 6 მოქალაქე დააკავეს. მათი გათავისუფლება უკვე მოხერხდა, თუმცა ცხინვალში რჩება საქართველოს 4 მოქალაქე, მათ შორის ყოფილი სამხედრო, მამუკა ჩხიკვაძე. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი