დღეს მარნეულში აზერბაიჯანული თემის, სამოქალაქო და რელიგიური ორგანიზაციების წევრები, ასევე, ადგილობრივი მედიის წარმომადგენლები შეიკრიბნენ და პრეზიდენტს "მთავარი არხის" გენერალური დირექტორის შეწყალებისკენ მოუწოდეს.
"როგორც ევროინტეგრაციის გზაზე დამდგარი ქვეყანას, ნიკა გვარამიას დაკავება და მით უფრო გაუმართლებელი მიზეზების გამო დაკავება, არის ერთ-ერთი მოტივი, რომელიც მთლიანად აფერხებს ამ პროცესს. 12-პუნქტიანი სამოქმედო გეგმის ერთ-ერთი მთავარი მიზანი არის თავისუფალი მედია, დამოუკიდებელი სასამართლო სისტემა და პოლიტპატიმრების გათავისუფლება. ამიტომ მიგვაჩნია, რომ ნიკა გვარამიას გათავისუფლება ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია ამ პროცესში", - თქვა სამოქალაქო აქტივისტმა, სამირა ბაირამოვამ.
ადგილობრივი მედიის, სამოქალაქო საზოაგდოების და რელიგური თემის წარმოამდგენლები სალომე ზურაბიშვილს დღეს ამ მოთხოვნით ადმინისტრაციას ოფიცილურად მიმართავენ.