ოპოზიცია, NGO-ები და ექსპერტები ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდნენ

გამოქვეყნდა:

თბილისში ვიზიტით მყოფი ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ოპოზიციას, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებსა და ევროინტეგრაციის საკითხებზე მომუშავე ექსპერტებს შეხვდა. შეხვედრა ჩეხეთის საელჩოში გაიმართა.

ოპოზიციის წარმომადგენლებმა დეტალებზე არ ისაუბრეს, თუმცა აღნიშნეს, რომ აუდიენციაზე მთავარი თემა ევროკომისიის 12 რეკომენდაცია იყო.

ინფორმაციას ტელეკომპანია "ფორმულა" ავრცელებს.

საქართველოში ვიზიტად მყოფი ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, იან ლიპავსკი დღეს  საგარეო საქმეთა მინისტრ, ილია დარჩიაშვილს შეხვდა. 

ქართველ კოლეგასთან შეხვედრაზე საუბარი ქვეყნის ევროპულ პერსპექტივასა და იმ 12 პუნქტსაც შეეხო, რომლის შესრულება საქართველოს კანდიდატის სტატუსის მისაღებად მოუწევს. ჩეხეთი ამ დროისთვის ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანაა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი