"რუსეთის ფედერაციას სურს ხერსონი "სიკვდილის ქალაქად" აქციოს. რუსი სამხედროები ნაღმავენ ყველაფერს, რაც შეუძლიათ: ბინებს, კანალიზაციას. მარცხენა სანაპიროზე მდებარე არტილერია ქალაქის ნანგრევებად გადაქცევას გეგმავს. ასე გამოიყურება „რუსული სამყარო“: მოვიდნენ, გაძარცვეს, ზეიმობდნენ, დახოცეს „მოწმეები“, დატოვეს ნანგრევები, წავიდნენ."
წერს "ტვიტერზე" უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი.