ცუკერბერგი Meta-დან 11 ათას თანამშრომელს ათავისუფლებს

გამოქვეყნდა:

მარკ ცუკერბერგი კომპანია Meta-დან 11 ათას თანამშრომელს ათავისუფლებს. ესაა ამერიკულ ტექნოლოგიურ გიგანტში დასაქმებულების 13%, რაც, უცხოური მედიის ცნობით, Facebook-ისა და Instagram-ის მფლობელი კომპანიის ისტორიაში რეკორდული მაჩვენებელია.

"Meta-ს ისტორიაში ყველაზე რთული გადაწყვეტილების გაზიარება მიწევს. გადავწყვიტეთ, ჩვენი გუნდი 13%-ით შევამციროთ, რაც 11 000 ნიჭიერი თანამშრომლის სამსახურიდან გათავისუფლებას გულისხმობს. სამუშაო ძალის შემცირების გარდა, აქტიურად ვდგამთ ნაბიჯებს, რომ ხარჯები შევამციროთ და უფრო ეფექტიან კომპანიად ვიქცეთ", - განაცხადა ცუკერბერგმა.

ცნობილია, რომ ბოლო მონაცემებით, კომპანია Meta მსოფლიო მასშტაბით 87,000 თანამშრომელს ასაქმებს, მათი რაოდენობა კი მომდევნო თვეებში 76,000-მდე შემცირდება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი