
რუსეთის ფედერაციის სრულმასშტაბიანი აგრესიის დაწყებიდან, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა 700-ზე მეტი ადამიანი გამოავლინა, რომლებიც ეჭვმიტანილი არიან რუსეთთან თანამშრომლობაში - ამის შესახებ უკრაინის უშიშროების სამსახურის პრესსპიკერმა, არტემ დეხტიარენკომ უშიშროებისა და თავდაცვის ძალების ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, რაშისტების თანამზრახველების პოვნა და დასჯა ამჟამად SBU-ს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია:
"ჩვენ ვმუშაობთ არა მხოლოდ მოღალატეებისა და კოლაბორანტების გამოსააშკარავებლად, არამედ მათი დანაშაულების დასაბუთებისთვის და საბოლოოდ, მათი მართლმსაჯულების წინაშე წარსადგენად." - განაცხადა დეხტიარენკომ.
მისი განმარტებით, SBU-მ უკვე გადასცა სასამართლოს 268 სისხლის სამართლის საქმე და მათგან 53-ის მიმართ უკვე გამოტანილია სასამართლო გადაწყვეტილებები. დანარჩენზე კი გამოძიება გრძელდება.
"ბოლო განაჩენით, ლუგანსკის ოლქის მკვიდრს, რომელმაც რუსეთის საოკუპაციო არმიის წარმომადგენლებს გადასცა ინფორმაცია რეგიონის დამცველი შეიარაღებული ძალების დანაყოფების შესახებ, სანაცვლოდ კი სურდა ფული და თანამდებობა საოკუპაციო ადმინისტრაციაში, 12 წელს გაატარებს გისოსებს მიღმა“, - დასძინა SBU-ს წარმომადგენელმა.
როგორც არტიომ დეხტიარენკომ აღნიშნა, უკრაინის სპეცსამსახურებს სრული სურათი აქვთ, თუ რა ხდება დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე - „ამ მიმართულებით მუშაობა გრძელდება. ჩვენ ვიცნობთ თითოეულ თანამშრომელს სახელით, მისი პირადი მონაცემებით, საკომუნიკაციო წრეებით და მოძრაობის მარშრუტებით. ამ ადამიანების დასჯის საკითხი მხოლოდ დროის საკითხია“, - ხაზგასმით აღნიშნა SBU-ს წარმომადგენელმა.