
რუსეთის კრასნოდარის საკრებულოს დეპუტატმა, კომუნისტური პარტიის წევრმა იგორ აზაროვმა თქვა, რომ ის ემიგრაციაში წავიდა რუსეთიდან, რადგან არ ეთანხმება ოკუპანტი ქვეყნის თავდასხმას უკრაინაზე და არ სურს მობილიზება.
"ამ გადაწყვეტილების მთავარი მიზეზი ისაა, რომ მე არ ვუჭერ მხარს რუსეთის სამხედრო ქმედებებს უკრაინაში. ჩემი რწმენა არ მაძლევს საშუალებას ავიღო იარაღი და მოვკლა ხალხი მიზნებისთვის და ამოცანებისთვის, რომლებიც არ მესმის. ადამიანის მოკვლას ციხე და თვით სიკვდილიც კი მირჩევნია", - დაწერა Facebook-ზე კომუნისტმა დეპუტატმა იგორ აზაროვმა.
აზაროვის თქმით, ის სერბეთში იმყოფება, სადაც თავდაპირველად მივლინებით იყო ჩასული, მაგრამ შემდეგ გადაწყვიტა სამშობლოში არ დაბრუნებულიყო.