
უკრაინის არმიის ბრიტანელმა მოხალისემ, მაკერ გიფორდმა გამოაქვეყნა ვიდეო გათავისუფლებული სოფლიდან, სადაც ადგილობრივი მოსახლეობა სიხარულის ცრემლებით ესალმება უკრაინელ სამხედროებსა და მათს უცხოელ კოლეგებს, რომლებიც სოფელში შევიდნენ.
„განსაკუთრებით გამიკვირდა სოფლის მცხოვრებლების რეაქცია. როცა სოფელი გავათავისუფლეთ, ამ სოფელში ვიარეთ, ქალების, ბავშვების, მოხუცების რეაქცია... - გამოვიდნენ, ჩაგვეხუტნენ, გვკოცნიდნენ, ტიროდნენ.. ", - ამბობს გიფორდი ერთ-ერთ ვიდეოში.
სადაზვერვო ბატალიონის წევრის გიფორდის თქმით, ბოლო დღეებში მათ 15 კილომეტრი გაიარეს.
"ჩვენ მოვიპოვეთ საზენიტო იარაღი, დიდი რაოდენობით საბრძოლო მასალა. სიგიჟეა, რამდენი რუსი დავიჭირეთ", - ამბობს ბრიტანელი ლეგიონერი, რომელიც უკრაინის მხარეს მსახურობს.
სოფელი, სავარაუდოდ, ხერსონის რაიონში მდებარეობს, მაგრამ გიფორდი მას არ ასახელებს.