
დაანონსებული და დაუსრულებელი პროექტები. კახა კალაძის მერობის პერიოდი გამოირჩევა იმ ინფრასტრუქტურული პროექტებით, რომლებიც უკეთეს შემთხვევაში დროში იწელება ან საერთოდ ვეღარ სრულდება.
დედაქალაქის მოსახლეობას ყველაზე დიდ პრობლემას თვეობით გადაკეტილი გზები უქმნის, რიც გამოც ტრანსპორტის გადაადგილება მნიშვნელოვნად რთულდება და ხშირად კოლაფსის მიზეზიც ხდება. თბილისის მერი კი პასუხისმგებლობას ყველა შემთხვევაში გაურბის და ბრალდებებს სამუშაოების შემსრულებელ კომპანიებთან ამისამართებს, თუმცა არაფერს ამბობს იმ მნიშვნელოვან დეტალზე, რომ ყველა კონტრაქტორი მერთან ან "ქართულ ოცნებასთან" დაახლოებულია და როგორც წესი დაუსჯელები რჩებიან.
ავტორი: ნინიკო გიგაური