ხერსონის ოლქის დასახლებები ოკუპაციის შემდეგ | UNIAN-ის ფოტორეპორტაჟი

გამოქვეყნდა:

როგორ გამოიყურება ხერსონის ოლქის დასახლებები, შვიდთვიანი ოკუპაციის შემდეგ - უკრაინული გამოცემა UNIAN-ფოტორეპორტაჟს აქვეყნებს და წერს, რომ ის ადგილები, რომლებიც ბოლო დღეებში გათავისუფლდა, რუსების მიერ თითქმის მთლიანადაა განადგურებული.

ბერისლავის რაიონი

შვიდთვიანი ოკუპაციის შემდეგ, რუსებმა დატოვეს დანგრეული სახლები და ათობით მოკლული და გატაცებული ადამიანი ვისოკოპილის თემში. იქ ცხედრების ძებნას უკრაინელი სამართალდამცავები იწყებენ.

UNIAN წერს, რომ თითქმის სრულადაა განადგურებული, კომუნალური ობიექტები და სახელმწიფო დაწესებულებები. თემის ქუჩები სავსეა დამტვრეული მანქანებით.

როგორც ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, იაროსლავ იანუშევიჩი იტყობინება, ოკუპანტებისგან გათავისუფლებული სოფელი ვისოკოპილია 80%-ით განადგურებულია. ოკუპაციის პერიოდში ოკუპანტები სოფლის საკრებულოს შენობაში იყვნენ დაბინავებული და იქ "ნაგვისა და ჭუჭყის გროვა დატოვეს".

ვისოკოპოლის თემის მცხოვრებლები ახლა ცდილობენ თავიანთი საცხოვრებლების აღდგენას, სადაც ეს შესაძლებელია.

9 ნოემბერს, რუსეთის ფედერაციის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ ხერსონიდან რუსული არმიის გაყვანის ბრძანება გასცა.

ამასთან, ცნობილი გახდა, რომ რუსეთის არმიამ ხერსონის რაიონში 5 ხიდი ააფეთქა. 

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბში აცხადებენ, რომ ხერსონიდან საოკუპაციო ჯარების გაყვანის შესახებ ინფორმაციას ჯერჯერობით ვერც უარყოფენ და ვერც ადასტურებენ.

ოქტომბრის დასაწყისიდან კი ხერსონის ოლქში, თითქმის 1,4 ათასი კვ/კმ ფართობია დეოკუპირებული.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი